ნიდერლანდებში აფეთქება მოხდა

03 მარ 2021

ნიდერლანდების ქალაქ ბოვენკასპერში კოვიდ-19-ზე ტესტირების ცენტრის მახლობლად აფეთქება მოხდა. პოლიციის განცხადებით, ეს სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელებული  დანაშაული იყო. აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 6 საათსა და 55 წუთზე მოხდა.  ასაფეთქებელი მოწყობილობა რკინის მილში იყო ჩამონტაჟებული და იგი ტესტირების  ცენტრის შენობის გვერდით მდებარე ქუჩაზე ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.