3 მარტი აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების დედებს მიულოცეს

03 მარ 2021

დედის დღე შუახევში აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების დედებს მიულოცეს.  იაგო მიქელაძის, ამირან მამალაძის და ფრიდონ მახარაძის დედებს საჩუქრები შუახევის მერიის, საკრებულოს და ვეტერანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. 

პანდემიის გამო წელს მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო ღონისძიებები არ გამართულა.