04 მარ 2021
ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მანქანების მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობის მონაწილეების განმარტებით, ამ ფორმით ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ. ხელისუფლებასთან კი მთავარი გზავნილია, მელია მალე გათავისუფლდეს ციხიდან და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან მისი მონაწილეობით გაიმართოს.