2 მილიონის კომპენსაცია თბილისურ რესტორნებს

04 მარ 2021

კოვიდშეზღუდვებით მიღებული ზარალის საკომპენსაციოდ დედაქალაქის 400-მდე რესტორანს 2 მლნი ლარის კომპენსაცია გამოუყვეს. ინიციატივა თბილისის მერს ეკუთვნის.

რესტორნების ნაწილი ამბობს, რომ სუბსიდია არასაკმარისია. რესტორატორები ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას ელოდებიან.