ავიაკატასტროფა თურქეთში-დაღუპულია 11 ადამიანი

05 მარ 2021

თურქეთში დღეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების  ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედროებს ემშვიდობებიან. ავიაკატასტროფა ბითლისის პროვინციაში მოხდა. დაიღუპა  11 და დაშავდა 4 სამხედრო მოსამსახურე.  წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფა  ამინდის პირობების გაუარესების გამო მოხდა. თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის ერთი მაღალი რანგის ოფიცერია. სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი მოინახულეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის უფროსმა, და სახმელეთო ძალების მეთაურმა. ავიაკატასტროფის ადგილზე სოფელ ჩეკმენჯეში სამხედრო ექსპერტები და მაშველები მუშაობენ.