რომის პაპი ერაყში ჩავიდა

05 მარ 2021

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში  ჩავიდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ეს პაპის პირველი საგარეო ვიზიტია. „ეს არის სიმბოლური მოგზაურობა და მოვალეობა იმ მიწის მიმართ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ეწამა“, – განაცხადა რომის პაპმა ვიზიტის დაწყებისას.

რომის პაპი ქრისტიანული საზოგადოების დამშვიდებას და რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება, ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს შეხვდება, ასევე პაპი ქალაქ ერბილის სტადიონზე მესას ჩაატარებს.

რომის პაპს ერაყის უსაფრთხების ძალების 10 ათასამდე წარმომადგენელი იცავს.