სერბეთის პრეზიდენტს უკანონოდ უსმენდნენ

08 მარ 2021

სერბეთის  პრეზიდენტის  ალექსანდრ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას პრემიერ-მინისტრმა  ანა ბრნაბიჩმა  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის უკანონო მოსმენაში მმართველი პარტიის ლიდერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს  მაღალჩინოსნები არიან გარეული.

7 მარტს სერბეთის შინაგან საქმეთა  მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა,  რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ  პრეზიდენტთან ერთად,  მის ძმას, მამასა და შვილსაც უსმენდნენ.