ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება

28 აპრ 2016

დღეს ტაძრებში წირვა არ სრულდება. ტაძრის შუაგულში დაბრძანებულია გარდამოხსნა, საგანგებოდ მოხატული დიდი ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. სრულდება საგალობლები, რომლებიც მაცხოვრის ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ. გარდამოხსნა ტაძარში სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.