ალ-აქსას მეჩეთის წინამძღვარი დააკავეს

10 მარ 2021

ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ალ-აქსას მეჩეთის მქადაგებელი, შეიხ ეკრიმა საბრი დააკავა. იგი  იერუსალიმში მდებარე სახლიდან წაიყვანეს. დაკავების მიზეზი უცნობია. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ალ-აქსას მეჩეთი 14 მარტს უნდა გაიხსნას. მუსლიმთა წმინდა ადგილი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით არის დახურული. ალ-აქსას მეჩეთის მქადაგებელი შეიხ ეკრიმა საბრი იერუსალიმის დიდი მუფტი იყო, რომელიც 2006 წელს თანამდებობიდან პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა გადააყენა.მუსლიმ მქადაგებელს თვითმკვლელობის მხარდაჭერა და ჰოლოკოსტის უარყოფა ედებოდა ბრალად.