30 ოქტ 2016, 20:00
0ყველა შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა საკონსტიტუციო უმრავლესობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას.