რუმინეთის ნაპირებთან მშრალი ტვირთმზიდი გემი ჩაიძირა

11 მარ 2021

რუმინეთის ნაპირებთან კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი მშრალი ტვირთმზიდი ჩაიძირა. ხომალდის მფლობელი უკრაინული კომპანია „სიტრანს კო ელტედე-ნიკოლაევია“. სანაპირო დაცვის სამსახურმა   10 ადამიანი გადაარჩინეს, ორი დაიღუპა, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, ხომალდის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა გახდა.  მშრალი ტვირთმზიდი დღეს კონსტანცაში უნდა შესულიყო.