გერმანიაში კოვიდ-19-ის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო

11 მარ 2021

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ  რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

უწყების მონაცემებით, გერმანიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 14 ათას 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღიური კოვიდინფიცირების  ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 4 თებერვლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 

პანდემიის პერიოდში გერმანიაში კოვიდ-19-ის სულ 2 მილიონ 53 ათასი შემთხვევა დადასტურდა, 73 ათას 200 პაციენტი გარდაიცვალა. 

ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში ევროპაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. გერმანიაში ვაქცინაცია გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.