COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

15 მარ 2021

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში ჩამოტანილია ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომლითაც ჯერ მხოლოდ ექიმები, სამედიცინო პერსონალი აიცრება.  ერთ-ერთი პირველი ვინც ვაქცინაცია უკვე  ჩაიტარა ცნობილი ექიმი პაატა იმნაძეა. მან ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი საჯაროდ, ტელეკამერების წინ  გაიკეთა, რითაც მოუწოდა მოსახლეობას, რომ პროცესში ჩაერთონ.