არცერთი საჩივარი

30 ოქტ 2016

არცერთი საჩივარი არ დაწერილა ქობულეთის საარჩევნო ოლქში. 8 ოქტომბერთან შედარებით პასიური იყო ამომრჩეველი ქობულეთშიც, თუმცა ვინც იაქტიურა მათგან უმრავლესობამ მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირა. საკანონმდებლო ორგანოებში ქობულეთელების ინტერესებს კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე დაიცავენ. მოისმინეთ როგორია მათი სამომავლო გეგმები და შეფასება ჩავლილ არჩევნებზე.