ბათუმში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია

17 მარ 2021

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში ხანძარია. ხანძარი საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპისთვის უცნობია.