საშიში ხორცი ბაზარში

17 მარ 2021

ნახევარ ტონაზე მეტი საკვებად უვარგისი  ძროხისა  და ცხენის   ხორცი იპოვეს ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. უვარგისი ხორცი  სააგენტოს თანამშრომლებმა  უკვე    დალუქეს. ერთ-ერთი  მიკროავტობუსის   მეპატრონე, რომელშიც ხორცი აღმოაჩინეს,  აცხადებს , რომ  არ იცის   იგი  მის მანქანაში საიდან მოხვდა. დარღვევა   1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

აგრარული ბაზრის მოვაჭრეების მტკიცებით,   ხორცის  ბაზრის გარე პერიმეტრზე   იყო, რაც არ  ნიშნავს,   რომ მისი გაყიდვა იგეგმებოდა.