ვაქცინაცია ქობულეთში

17 მარ 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში  ქობულეთელი ექიმები ჩაერთვნენ. ვაქცინა 10-მდე მედიკოსმა გაიკეთა. აჭარის რეგიონში  3 ათას  980- დოზა ვაქცინაა შემოტანილი.

პირველ ეტაპზე აცრას ექიმები იკეთებენ. ბოლო ინფორმაციით,  სამ დღეში 228 მედიკოსმა უკვე ჩაიტარა აცრა.  ხვალიდან, პროცესში  ჩაერთვება ხულო, ქედა, შუახევი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებიც.