18 მარ 2021
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს ჩატარდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თმით, ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ ცარუკიანთან ცოტახნის წინანდელ შეხვედრაზე პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ რესპუბლიკაში შექმნილი შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა პარლამენტის მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯი“-ის ლიდერ ლილიტ მაკუნცთან ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა.