საბავშვო წრეები მთიან აჭარაშიც გაიხსნა

19 მარ 2021

კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქება გრძელდება. თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახელოვნებო წრეების მასწავლებლები მოსწავლეებს დისტანციურად ეკონტაქტებოდნენ და თეორიულ გაკვეთილებს ატარებდნენ. ახლა მოსწავლეები ინსტრუმენტებთან დაბრუნდნენ.