სირიაში საავადმყოფოს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

22 მარ 2021

სირიაში ჰოსპიტალზე იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთით ამბოხებულების კონტროლირებად ქალაქში მოხდა. დაღუპულებს შორის ბავშვიცა. მომხდარის შედეგად დაშავდა საავადმყოფოს 14 თანამშრომელი. ავიაიერიშიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთის საზღვართან ახლოს ამბოხებულების საწვრთნელი ბანაკები დაბომბა რუსეთის სამხედრო ავიაციამ. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.