ლავროვის პირბადე

22 მარ 2021

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სერგეი ლავროვმა, რომელიც  ჩინეთში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიო მედიის ყურადღება პირბადით მიიქცია. კორონავირუსის შესახებ ირონიული წარწერით  პირბადე მინისტრს დაბადების დღეზე პრეს-სამსახურის თანამშრომლებმა აჩუქეს. პირბადიანი   ლავროვის  კადრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტიკ-ტოკის ანგარიშზეა გამოქვეყნებული.  კადრში რუსეთის მთავარი დიპლომატი  წყალსაცავის ფონზე დგას ცისფერ კოსტიუმსა და შავი პირბადით, რომელსაც აწერია- წყეული კარანტინი.  სამშაბათს  ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ ლავროვი სამხრეთ კორეაში გაემგზავრება.