გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ

24 მარ 2021

ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატების  განცხადებით , საქმეზე  გამოძიება ეფექტურად და სრულყოფილად არ მიმდინარეობს. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ არცერთი მოწმე გამოკითხულა და არც კლინიკების სამეთვალყურეო  კამერებიდან არ ამოღებულია ჩანაწერები. ექთნის ოჯახის უფლებადამცველები  გარდაცვალების  გამომწვევი მიზეზის  სამ ვერსიაზე  მუშაობენ: ფილტვის თრომბოემბოლია, ანაფილაქსიური   შოკი და  მესამე ვერსიით, შესაძლოა ექთანმა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და  ანტისხეულები  ჰქონდა. ადვოკატები ჯანდაცვის სისტემაზე  პასუხისმგებელ პირებს საგამოძიებო პროცესში მეტი ჩართულობისკენ  მოუწოდებენ, ექთნის კოლეგებს კი დახმარებას სთხოვენ.