სომხეთში საომარი მდგომარეობა გაუქმდა

24 მარ 2021

118 მომხრე და 1 წინაანღმდეგი- სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა. რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობაა.  სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.  სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია 6 თვის წინ  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა.    2020 წლის 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა სამმხრივ განცხადებას.