ტესლას ელექტრომობილები კრიპტოვალუტაზე იყიდება

24 მარ 2021

მულტიმილიარდელმა და ტესლა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ  ტესლას მარკის ელექტრომობილების შეძენა  უკვე კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი.  ახლა ტესლას შეძენა ბიტკოინებით შეგიძლიათ - წერს მასკი ტვიტერზე. 

ტესლას ხელმძღვანელმა მილიარდნახევარი დოლარის ბიტკოინი შეიძინა, რომლის შემდეგაც უკვე მიმდინარე წელს კრიპტოვალუტით მისი ელექტრომობილების გაყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა.  ჯერჯერობით ეს ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ში  იქნება.