ნატო-რუსეთს შორის დაძაბული ურთირთბობა რჩება

24 მარ 2021

რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები ძალიან რთულია, ნატო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული  ქმედებებით - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.  რუსეთი აძლიერებს რეპრესიულ ზომებს საკუთარ ტერიტორიაზე, ხოლო მის ფარგლებს გარეთ აგრესიულად იქცევა - აღნიშნა სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიანი სხდომის დასრულების შემდეგ.

რუსეთს საშიში მეზობელი უწოდა ევროკავშირის დიპლომატიის მეთაურმა ჟოზეფ ბორელმა, რომელიც  ნატოს საბჭოს სხდომას ესწრებოდა. სხდომაზე  მოსკოვთან ურთიერთობები განიხილებოდა.