შეხვედრა სკაუტებთან

25 მარ 2021

განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს სკაუტებმა ესტონეთის ელჩთან და ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან. ყურადღება გამახვილდა აჭარაში  მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე განათლების მიღების კუთხით. სკაუტებმა სტუმრებთან პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე იმსჯელეს. ესტონეთის ელჩმა განმარტა, რომ ახალგაზრდების განვითარებისთვის აუცილებელია ინკლუზიური მოდელით სწავლება.