პრემიერი: „ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი”

25 მარ 2021

ოპოზიცია მძიმე, კატასტროფულ და გაურკვეველ ვითარებაშია და მათ ორი არჩევანი დარჩათ- განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ბათუმში ჟურნალისტებთან. მედიასთან ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება  შეაფასა. კვირის ბოლოს საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ელოდებიან.