ინდოეთში ხანძარმა კოვიდპაციენტების სიცოცხლე იმსხვერპლა

26 მარ 2021

ინდოეთში ფინანსურ დედაქალაქ  მუმბაიში სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე არსებულ კერძო საავადმყოფოში კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ.

შემთხვევის მომენტში სტაციონარში  70-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  მუმბაი პანდემიის ყველაზე ცუდ ფაზაშია.

გასულ დღე-ღამეში  კოვიდინფიცირების 5 ათას 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია  კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ.