ცეკვა საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” გამარჯვების ნიშნად

01 ნოე 2016

საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” გამარჯვების ცეკვით აღნიშვნით ცესკო დაინტერესდა. ფაქტი ბათუმის 69-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე მოხდა. კომისიის თავმჯდომარემ, მაია ბლადაძემ მხიარულების ამსახველი ვიდეო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.