ვაქცინაციის პროცესი - შეხვედრა მედიკოსებთან

26 მარ 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აჭარაშია.  ეკატერინე ტიკარაძე ამ წუთებში მედიკოსებს ხვდება.    

მანამდე მინისტრი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ბოლო მონაცემებით, ახალციხის შემთხვევის შემდეგ მხოლოდ აჭარაში 35-მდე მედიკოსია ვაქცინირებული.