სუეცის არხის განბლოკვის ოპერაცია გრძელდება

26 მარ 2021

სუეცის არხში წარმოქმნილი საცობის გამო საზღვაო გადაზიდვების კომპანიებმა მარშრუტები შეცვალეს. საცობის მიზეზი მეჩეჩზე შემჯდარი ყველაზე დიდი კონტეინერმზიდია.  ამის გამო სატრანსპორტო კომპანიებმა თავიანთი გემები ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაამისამართეს. 

დღეს 7-მა ტანკერმა, რომლებიც თხევადი გაზით იყო დატვირთული, მარშრუტი შეცვალეს.  მათგან სამმა გეზი აიღო უფრო გრძელი გზით აფრიკის გარშემო.  საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია“მაერსკი“ ასევე განიხილავს ალტერნატიულ გზებს მისი 9 კონტეინერმზიდისთვის, რომლებიც სუეცის არხში  ჩარჩნენ. 

დღეის მდგომარეობით სუეცის არხის რაიონში 200-ზე მეტი გემია თავმოყრილი.