ეპიდვითარება ქვეყანაში

28 მარ 2021

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკა დატოვა 3-მა პაციენტმა, ამასთან კრიტიკულად იმყოფება ამდენივე პაციენტი. რაც შეეხება ვაქცინაციას. ამ დროისთვის აჭარაში აცრილია 440-ზე მეტი ადამიანი, 40-მდე ასტრაზენეკას ვაქცინაა დაჯავშნილი, ფაიზერის  კი 1300-ზე მეტი.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაცემებს.  ბოლო  24 საათში ჩატარებული 25 934 კვლევაიდან ვირუსი 365 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 415, გარდაიცვალა 5 პაციენტი.