სომხური ეკლესია ბზობას აღნიშნავს

28 მარ 2021

სომხური სამოციქულო ეკლესია ბზობას აღნიშნავს. დღესასწაული აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. ეკლესიებში ბზობის აღსანიშნავად საღვთო ლიტურგია აღევლინება.

წირვა-ლოცვა მიმდინარეობს ბათუმის „წმინდა მხსნელი“ გრიგორიანულ ტაძარშიც. მღვდელმთავარმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და ბზობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.