რეკომენდაციები ვაქცინის პირველი დოზით აცრილთათვის

28 მარ 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციათა ჩამონათვალს აქვეყნებს იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ როგორც ასტრაზენეკას ისე „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. 

წესების მიხედვით უნდა ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში,დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია, თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს, მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები, სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ კოვიდ-19-ზე ტესტი.რაც შეეხება ვაქცინაციას აჭარაში. ამ დროისთვის  აცრილია 440-ზე მეტი ადამიანი, 40-მდე ასტრაზენეკას ვაქცინაა დაჯავშნილი, ფაიზერის  კი 1300-ზე მეტი.