ქობულეთის პირველი საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დაიხურა

31 მარ 2021

ქობულეთის, პირველ საბავშვო ბაღში კოვიდი დაფიქსირდა, რის გამოც სააღმზრდელო დაწესებულება სრულად დაიხურა.

ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსი ია ხალვაში ამბობს, დღეს PCR ტესტირების შედეგად საბავშვო ბაღის 2 აღსაზრდელს და 3 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა.

"სავარაუდოდ ინფიცირების წყარო არის ოჯახი. საბავშო ბაღი ორი კვირით დაიკეტება. ამ დროისთვის საბავშვო ბაღის, პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან"-განაცხადა ია ხალვაშმა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცახდებენ, რომ ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ინფიცირების მაღალი რისკის გამო მიიღეს.