კონსულტაციები საპარლამენტო თანამდებობებზე

02 ნოე 2016

დადასტურდა, რომ მმართველ გუნდში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. არაოფიციალური ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკა ბესელია უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე – ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იქნება  -  ვარაუდები “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომამდე ერთი კვირით ადრე.