ქობულეთში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია

03 აპრ 2021

ხანძარია ქობულეთში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, დაახლოებით სამ ჰექტარზე ეკალბარდი იწვის.

სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.