ქვეყანაში სავარაუდოდ ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება - ამირან გამყრელიძე

04 აპრ 2021

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსმა ისევ საყოველთაო გავრცელება დაიწყო და შესაძლოა წინა წლის ნოემბერ-დეკემბრის სიტუაცია განმეორდეს, ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ისევ დაბრუნდა საკონტროლო პუნქტები.

დღეის მონაცემებით კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მათ შორის აჭარაში 57. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი,  გარდაიცვალა 7.