ზელენსკიმ დონბასში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დაასახელა

06 აპრ 2021

დონბასში კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ტელეფონით  საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ხშირად არღვევს.

უკრაინის ლიდერმა სტოლტენბერს მიაწოდა ინფორმაცია საზღვართან რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ და მოუწოდა შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო ძალების გაზრდისკენ.