ეპიდვითარება - ბათუმში კორონავირუსით 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა

08 აპრ 2021

კორონა ვირუსით ინფიცირებული, 28 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურიიდან ახალგაზრდა ქალი ბათუმის საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა. პაციენტის მდგომარეობა იმ დროისთვის უკვე კრიტიკულად მძიმე იყო. რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, კიდევ 9 ინფიცირებული გარდაიცვალა, ჯამში კი 24 საათში  761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან აჭარაში 67.