წყალსადენის მშენებლობა

03 ნოე 2016

ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე ახალი წყალსადენი სისტემის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, გამრიცხველიანდებიან აბონენტები, ქსელში  100-მდე ოჯახი ჩაერთვება. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.