ბრალდებული მედიკოსების სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება

08 აპრ 2021

მეგი ბაქრაძის საქმეზე 2 ექიმს და 1 ექთანს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრალი წარუდგინეს. პროკურატურის მტკიცებით,  მეგი ბაქრაძეს მისმა სამმა თანამშრომელმა სათანადო დახმარება არ აღმოუჩინა, შემდეგ კი გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. მედიკოსების აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს.