ლეღვაში ინფიცირების გამო ხალხი შეშინებულია

08 აპრ 2021

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ეპიდვითარების გამო სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივები გაფართოებული ტესტირების ჩატარებასა და მასობრივი ვაქცინაციის  აუცილებლობაზე საუბრობენ.

ეპიდემიოლოგების განცხადებით კი ვითარება ამ ეტაპზე განგაშის საფუძველს არ იძლევა.