ავტოსაგზაო შემთხვევა

09 აპრ 2021

ბათუმში ბაგრატიონისა და ჟიული შარტავას ქუჩების კვეთაში  ავარია მოხდა. დაშავებულია 2 ადამიანი.  ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებულებს მსუბუქი სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. დაწყებულია გამოძიება.