მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად 17 მილიონ ადამიანს უტარდება

10 აპრ 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 750 მილიონამდე დოზაა გამოყენებული ვაქცინების ყველაზე მეტი - 178 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 3 მილიონი ვაქცინა კეთდება.

ჩინეთში ვაქცინაცია 155 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში -90 მილიონს, ინდოეთში კი 97 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. ყველაზე სწრაფად პროცენტული მაჩვენებლით ისრაელის მოსახლეობა  იცრება