04 ნოე 2016
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე www.adjara.gov.ge საპრივატიზაციო ობიექტების პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზა განთავსდა. ახალი გვერდი ინვესტორებს საშუალებას მისცემს გაიგონ ინფორმაცია რეგიონში არსებული გასაყიდი ობიექტების მდებარეობის, მიწის, შენობის ფართობისა და მათი ღირებულების შესახებ. ამ დროისთვის სისტემა 62 ობიექტის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. საპრივატიზაციო ობიექტების მონაცემთა ბაზის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე: http://mofea.ge/privatization/