13 აპრ 2021
ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის კარანტინის წესი ამ ეტაპზე არ იცვლება. საკორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ. სპეციალისტები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს აიცრან, რადგან ეპიდვითარება გაუარესებულია.