ეპიდემიის მესამე ტალღა თურქეთში

14 აპრ 2021

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 59 187 ახალია შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ქვეყანაში ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ ამოქმედდება. სამუშაო დღეებში „კომენდანტის საათი“ 2 საათით ადრე, საღამოს 7 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება.

მაღალი რისკის ქალაქებში კი „კომენდანტის საათი“ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს.