შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

15 აპრ 2021

ხორავას ქუჩის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული. არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდეა დაკავებული, რომელსაც  დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან.   დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა“- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2017 წელს 16 წლის სკოლის მოსწავლე დავით  სარალიძე თანატოლებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს  მოკლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.