ზურაბ პატარაძე საცხენოსნო სკოლის პრობლემებს გაეცნო

05 ნოე 2016

ბათუმის საცხენოსნო კლუბში არსებულ პრობლემებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და ქალაქის მერი გაეცნო. კლუბის ხელმძღვანელობა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კლუბის დროებით სარგებლობაში არსებული ტერიტორიის საკითხი დგას, რომლის გადაცემასაც კლუბი ხელისუფლებისგან ითხოვს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და გადაწყვეტილებაას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.